''ქართველი მუსლიმი არ არის'', ''ქართველი თათარი'', ''თურქეთის აგენტები'' - ისლამოფობიური ნარატივები
ქართულ მედიაში
მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ქართულ მედია საშუალებებში. ისლამოფობიურ გამონათქვამებს სხვადასხვა წყაროები აქვს. ერთის მხრივ ეთნო - ნაციონალისტური და პრო - რუსული მედიები, რომლებიც თავიანთი სარედაქციო პოლიტიკით ცდილობენ მუსლიმი თემის საფრთხედ წარმოჩენასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებას, მეორეს მხრივ საზოგადოების სხვადასხვა წევრები, რომელთა დისკრიმინაციული კომენტარები გაუფილტრავად ხვდება მედიასშუალებების ეთერში.

ისლამოფობიური განცხადებების მედია წყაროები

ისლამოფობიური განცხადებების სიმრავლე, ხშირად თან ახლავს სხვადასხვა რეგიონში მეჩეთების მშენებლობის საკითხის და რიგ შემთხვევებში ამ მშენებლობის გამო წარმოქმნილი დაპირისპირების გაშუქებას.

ეთნო - ნაციონალისტურ მედიათა ნაწილი, ხშირად ავრცელებს მოსაზრებას, რომ მეჩეთის მშენებლობა არა ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ თურქეთის ინტერესებშია და საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ბუკნარი

2021 წელს ჩოხატაურის რაიონში სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ერთმანეთს ერთ - ერთ საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს გახსნის გამო დაუპირისპირდა. დაპირისპირირების გაშუქებისას, სხვადასხვა მედიების რესპონდენტების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები, რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად.
მუსლიმი თემის საკითხების გაშუქებისას, იქნება ეს მეჩეთისა თუ სკოლის მშენებლობა, ისლამოფობიური კომენტარებს სხვადასხვა რესპონდენტებისგან ხშირად ვხვდებით, თუმცა მედიის მიერ ამ განცხადებების დისკრიმინაციულ ხასიათზე მითითებას იშვიათად.

აჭარის ტელევიზია: ‘’წავბილწეთ კიარა, შევამკეთ, ისე ლამაზაც ჩამოკიდეს ახალგაზრდებმა ყურებგაარჭყული გოჭი კარებზე, რომ სასიამოვნო შესახედავი იქნება როცა მოვლენ მუსტაფა და სხვები, გაიხარებენ’’

ადგილობრივი მკვიდრი
გააშუქა აჭარის ტელევიზიამ

იმედი: ‘’ქრისტიანი ქალი ვარ და არ მინდა კაცო, წავიდნენ სადაც უნდა იქ ააშენონ, ტრიალ მინდორში’’

მოქალაქე

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, რესპონდენტის, თეა დარჩიას მიერ გაჟღერებულ ისლამოფობიურ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ ეთერში თეა დარჩიამ განაცხადა, თუკი ქართველი ყურანს სწავლობს, მათში ქართული არაფერი არის. გადაცემის წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა, რესპონდენტის დისკრიმინაციულ განცახებაზე არც სათანადო რეაგირება მოახდინა და მეტიც, საკუთარი ემოციების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა, რის გამოც წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია. მოგვიანებით იმედის თვითრეგულირების საბჭოში შესული საჩივრის საფუძველზე, წამყვანმა განაცხადა, რომ მისი ეთერით გაჟღერებულმა მოსაზრებამ საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და აღნიშნა რომ ტელეკომპანია "იმედი" არ ახდენს რელიგიური ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაციას.

"მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე"
თეა დარჩია 
"ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის"
„ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა – მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანულიყვნენ…“

მედიებში სხვადასხვა წყაროების მიერ ისლამოფობიური განცხადებების სიმრავლის გარდა, მუსლიმი თემის, უმეტეს შემთხვევაში, კონფლიქტის მხარედ გაშუქება საზოგადოებაში ისლამოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. სინფორმაციო ბადეში იშვიათად თუ შეხვდებით სიუჟეტს, სადაც მუსლიმი თემი, ან კონფლიქტის ან რელიგიური დღესასწაულის კონტექსტში არაა გაშუქებული.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრის, მაკო ღავთაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებისა და თუ მედიაში რესპონდეტების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები ხელს არ უწყობს ჯანსაღ დისკუსიას და აზიანებს, როგორც მუსლიმი თემის, ასევე მთლიანად საზოგადოების ინტერესებს
ავტორი
ანა ფუტკარაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website